ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მაირა ენრიკეს ნეგრეირას 2016-2018 წლებში 1.4 მილიონი ევრო გადაუხადა.
MARCA-ს ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა Ser Catalunya-ს რადიო პროგრამა Què t'hi jugues-ს, „ბარსელონამ“ DASNIL 95 SL-ის კომპანიას, რომელიც ყოფილ კოლეგიას ეკუთვნოდა, 2016 წელს 532,728.02 ევრო, 2017 წელს 541,752 ევრო და 2018 წელს 318,200 ევრო გადაუხადა.
ენრიკეს ნეგრეირამ და მისმა შვილმა უკვე მისცეს ჩვენება პროკურატურაში. მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მისი მხრიდან „ბარსელონას“ მისამართით სასარგებლო დამოკიდებულება არასდროს ყოფილა და რომ ეს შემოსავლები, რომლის ინვოისებიც მას არ წარმოუდგენია, იყო საკონსულტაციო სამუშაოს გამო, რომელიც მოთამაშეების მსაჯებთან მოქცევის წესების რეკომენდაციებს წარმოადგენდა შეხვედრების დროს. იგი ასევე ფეხბურთელებს აძლევდა რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ მათ ამა თუ იმ მსაჯთან.
ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება „ბარსელონამაც“ გააკეთა:
„ბარსელონამ“ წარსულში დაიქირავა გარე ტექნიკური კონსულტანტი, რომელიც კლუბის ტექნიკურ სამდივნოს ვიდეო ფორმატში აწვდიდა ტექნიკურ ანგარიშს ესპანეთის ქვედა დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელების შესახებ.“
„გარდა ამისა, თავად გარე პროვაიდერთან ურთიერთობა გაფართოვდა პროფესიონალურ არბიტრაჟთან დაკავშირებული ტექნიკური ანგარიშებით, რათა მას განევრცო პირველი და მეორე გუნდის სამწვრთნელო შტაბის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რაც გავრცელებული პრაქტიკაა პროფესიულ საფეხბურთო კლუბებში.“







