სხვა

17:46 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 4 ფრენბურთელი გოგონა ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგებს კვლავ ითვლიან. მსხვერპლის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ტრაგედიას 4 ფრენბურთელის სიცოცხლე ემსხვერპლა.



თურქეთის ფრენბურთის ფედერაციის განცხადებით, ჰატაის რეგიონში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას გიოზდე ოზთურკი, დილეკ მუჩუკი, აჰსენ ბაში და ირემ ქურთოღლუ ემსხვერპლა. ოთხივე გოგონა ქალთა ფრენბურთის მე-2 ლიგის კლუბ „რასუს ქიმია ჰატაის“ წევრები იყვნენ.

სამწუხაროდ, გოგონები არ არიან პირველი სპორტსმენები, ვინც მიწისძვრას ემსხვერპლნენ. დაღუპულთა შორის არის თურქეთის სუპერლიგის გუნდის მეკარე, რამდენიმე მოჭიდავე, ხელბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ქალთა ნაკრების კალათბურთელი და ა.შ. დაკარგულია „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი კრისტიან ატსუც, რომელსაც კვლავ ვერ პოულობენ.

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095519