სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:48 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ საპატიო პრეზიდენტი, ამანსიო ამარო გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ლეგენდა, ამანსიო ამარო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა - ვკითხულობთ „სამეფო კლუბის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ამანსიო „რეალის" ყველა გულშემატკივარს და ფეხბურთის მოყვარულს დაამახსოვრდება, როგორც სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ამანსიო ამარო მადრიდის „რეალში" 1962 წლიდან 1976 წლამდე თამაშობდა. კლუბთან ერთად მან ცხრაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ ქვეყნის სამეფო თასი და უეფას ჩემპიონთა თასი (1966 წელს). კლუბში გატარებული 14 სეზონის განმავლობაში 471 თამაში ჩაატარა და 155 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ნაკრებშის მაისურა ამანსიომ 42-ჯერ მოირგო და 11 გოლი გაიტანა. 1964 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

2022 წლის ოქტომბერში მადრიდის „რეალის“ საპატიო პრეზიდენტის პოსტზე, ამანსიო ამარომ პაკო ხენტო შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172158