„ნანტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტუან კომბუარემ, „იუვენტუსთან“ ევროპა ლიგის ფლეი ოფის საპასუხო მატჩის მოლოდინი გაუზიარა ჟურნალისტებს. ტურინში გამართულ პირველ შეხვედრაში გუნდებმა ფრედ - 1:1 ითამაშეს.
„ტურინში გმირობა ჩავიდინეთ. ახლა კი გვინდა ერთს მეორე მივუმატოთ და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ჩვენი შანსები ყოველთვის 20%-ია, მაგრამ ვაპირებთ ის სრულად გამოვიყენოთ.
„იუვენტუსი“ ცხადია, ფავორიტია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ალეგრის ხელმძღვანელობით, გუნდი მიჩვეულია ასეთ მატჩებს. „ნანტს“ დასაკარგი არაფერი აქვს, მაგრამ მათი გავარდნა „იუვეს“ დაცინვის ობიექტად აქცევს. ჩვენ კი შეგვიძლია საკუთარი კლუბის ლეგენდები გავხდეთ.
გასულ სეზონში წარმოუდგენელი რამ ჩავიდინეთ, პსჟ და „მონაკო“ დავამარცხეთ, საფრანგეთის თასზე წარმატებას მივაღწიეთ. ახლა ვეცდებით ახალი სიმაღლეები დავიპყროთ. „იუვენტუსი“ გრანდია, რომელშიც დი მარიას მსგავსი ჩემპიონები თამაშობენ. მაგრამ, იმედია, მეორე მატჩში ის ცოტა უარესად ითამაშებს.“ - ციტირებს კომბუარეს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.
„ნანტისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს, 23 თებერვალს გაიმართება ნანტის „ლა-ბოჟუარზე“ და თბილისის დროით 21 საათსა 45 წუთზე დაიწყება.
