ფეხბურთი

13:16 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რანოკიას ხუმრობა: "კვარაცხელიაზე უფრო ტექნიკური ვარ"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა რანოკია ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე უფრო ტექნიკური ფეხბურთელია.

ცხადია, „ინტერის“ ყოფილმა მცველმა იხუმრა. მას სოციალურ ქსელში ლაივ-ვიდეო ჰქონდა, სადაც ჰკითხეს, ცოტათი კვარაცხელიას ხომ ჰგავს (ფიზიკურად), რაზეც ანდრეამ სიცილით უპასუხა: „მე უფრო ტექნიკური ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა რანოკია „ბარის“, „ჯენოას“, „ინტერის“, „სამპდორიას“ და „ჰალის“ რიგებში თამაშობდა, ბოლოს კი „მონცაში“ იყო, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო კარიერის დასრულება გასული წლის ბოლოს მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091105