ფეხბურთი

17:20 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის 16-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 2 მარტს, კვლავ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, შემოდგომაზე, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161717