ტურინის "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ამორუზომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელის შეძენას ინგლისის პრემიერლიგის გუნდები ეცდებიან.
"ის არის უნიკალური მოთამაშე, ერთ-ერთი, ვინც განსხვავებას ქმნის. პროგნოზს გავაკეთებ: პრემიერლიგიდან მის წასაყვანად შეთავაზებები იქნება. ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, ვინს თამაშის ბალანსს ცვლის. გამიკვიდრდა, რომ გუნდის მექანიზმებში ასე სწრაფად შევიდა", - თქვა ამორუზომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.





