10 ოქტომბერს, საერთაშორისო დიდოსტატს, მცირე ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, ესპანეთის საჭადრაკო ჩემპიონატის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია (გიორგი) გიორგაძეს დაბადებიდან 50 წელი უსრულდება.
“მსოფლიო სპორტი” ულოცავს ბატონ გიას ნახევარსაუკუნოვან იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ყველაფერს კარგს ცხოვრებაში.









