სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:15 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სირიელი მოთამაშე მსაჯის შეურაცხყოფის გამო ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს

სირიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, აჰმედ ალ-სალეჰი შიდა ჩემპიონატში გამართული მატჩის დროს მსაჯზე თავდასხმისა და მისთვის შეფურთხებისთვის ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს.



„ალ ჯაიშის“ 33 წლის მცველმა „ალ ვაჰბას“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც გაბრაზებულმა მსაჯს შეაფურთხა, მოედნიდან გასვლისას კი სკამები დალეწა. მოგვიანებით, ფეხბურთელი გასახდელში შევიდა და იქ განაგრძო მსაჯზე შეურაცხყოფა, რის გამოც სირიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სპორტიდან სამუდამოდ მოიკვეთა.

გარდა ამ სასჯელისა, ალ-სალეჰს 1.5 მილიონი სირიული ფუნტის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, მის გუნდს კი 3 მილიონი გადაახდევინეს, რადგან მსაჯის მიმართ უხამსად ისინიც მოიქცნენ.

„ალ ვაჰბამ“ „ალ ჯაიში“ 1:0 დაამარცხა და სირიის ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. სეზონის შუაში ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულას შეადგენს.

0.172132