„რეალის" მეკარე ტიბო კურტუამ, მადრიდულ კლუბში ედენ აზარის მდგომარეობაზე აზრი გამოთქვა.
„მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ აზარი კარგად ვარჯიშობდა. ის ელოდა შესაძლებლობას, რადგან ბრაზილიელები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ მუნდიალიდან. მაგრამ შანსი არ მიუღია. ამ სიტუაციამ ის დათრგუნა, მაგრამ უპატივცემულობა არავის მიმართ გამოუხატავს.“ - ციტირებს კურტუას სიტყვებს Tempo de Juego.
აზარმა მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდეა გათვლილი.
