ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც „ატლეტიკო მადრიდის“ დამრიგებელი, დიეგო სიმეონეა.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, არგენტინელი სპეციალისტი წელიწადში 34 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი შესამჩნევად აღემატება მეორე ადგილზე მყოფი პეპ გვარდიოლას ანაზღაურებას. ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გასაკვირია ის, თუ რატომ აპირებს „ჩოლო“ კლუბის დატოვებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე ადგილზე პეპ გვარდიოლაა, რომელიც წელიწადში 22.4 მილიონ ევროს იღებს. მესამე პოზიციას იურგენ კლოპი იკავებს - მისი ანაზღაურება 17.8 მილიონს შეადგენს.
ათეულში ზოგი საკმაოდ უცნაური, ზოგი კი ლოგიკური მონაწილე მოხვდა და ზოგიერთი მათგანის ანაზღაურება დიდ გაკვირებასაც იწვევს. აღსანიშნავია, რომ ათეულის გარეთაა „ბარსელონას“ დამრიგებელი ჩავი, რომელიც წელიწადში 3.8 მილიონს იღებს.
ყველაზე მაღანაზღაურებადი მწვრთნელების TOP 10:
1. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) – 34 მლნ
2.პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) – 22,4 მლნ
3. იურგენ კლოპი (ლივერპული) – 17,8 მლნ
4. გრემ პოტერი (ჩელსი) – 13,5 მლნ
5. მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი) – 12,8 მლნ
6. თომას ტუხელი (ბაიერნი) – 12 მლნ
7. კარლო ანჩელოტი (რეალი) – 11 მლნ
8. სიმონე ინძაგი (ინტერი) – 10 მლნ
9. ჟოზე მოურინიო (რომა) – 9,2 მლნ
10. ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი) – 5 მლნ