საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი ილია კერძევაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მას კარიერა 6 წლის დასრულებული ჰქონდა, ბოლოს „შევარდენში“ თამაშობდა, მანამდე კი „შუქურას“, „სამტრედიას“, „ზესტაფონისა“ და რუსთავის „მეტალურგის“ წევრი იყო.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა, 19-წლამდელებში ორი (1 გოლი), ხოლო 17-წლამდე ნაკრებში ილიას 9 შეხვედრაში 2 გოლი ჰქონდა გატანილი.







