FIBA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნული ნაკრები, პარიზის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე არ დაიშვება. ეს ნიშნავს, რომ მას არც ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა.
რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მე-12 ადგილი დაიკავა, ოლიმპიადის საგზურს კი ბოლოს 2012 წელს დაეუფლა და მაშინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მაშინ გუნდში nba-ს ვარსკვლავი ანდრეი კირილენკო თამაშობდა.
საკვალიფიკაციო ტურნირებში, რომლებიც წელს პირველად გაიმართება, სულ 40 ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატი ერთ-ერთი მათგანია. მის მეორე ეტაპზე გადასული გუნდები, პირდაპირ დაიშვებიან პარიზის ოლიმპიადაზე. გარდა ამისა, მათ იმ გუნდებს შორის 12 საუკეთესო დაემატებათ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ვერ გავლენ. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 28 გუნდი იასპარზებს.









