საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა.
ბოლო ტურში ქართველი ჰოკეისტები ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომელიც 3:2 დაამარცხა. თავიდან ავსტრალიელები იგებდნენ, მეორე პერიოდში საქართველომ მეტოქეს 3 პასუხო შაიბა გაუტანა, რასაც მეტოქემ ბოლო მეოთხედში ერთით უპასუხა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მოგებით და 1 წაგებით დაასრულა. ჯგუფის პირველადგილოსანი I დივიზიონის B ჯგუფში გადავა, რისი შანსიც საქართველოს აქვს, მაგრამ ყველაფერი ესპანეთი - ხორვატიის მატჩზეა დამოკიდებული: თუ ესპანელები არ წააგებენ, ისინი იქნებიან პირველები, ხოლო საქართველო მეორე საფეხურს დასჯერდება.
ავსტრალია - საქართველო 2:3 (1:0, 0:3, 1:0)