10:05 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ" კლუბის დირექტორის წასვლის შესახებ განაცხადა

„ბარსელონას" დირექტორი, მატეუ ალემანი, კლუბში მუშობას 30 ივნისს დაასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში უმთავრდება. ის ახალი პროფესიონალური პროექტის დაწყებას აპირებს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. განზრახვის შესახებ მან პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას უკვე აცნობა.

ამასთან, ალემანიმ განაცხადა, რომ კლუბთან მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლომდე გააგრძელებს. ამგვარად, 1 ივლისიდან ფორმალური წასვლის მიუხედავად, არაოფიციალური შეთანხმებით, მან აიღო ვალდებულება, პირველი გუნდის საქმეები მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათამდე მიიყვანოს.

ალემანის წასვლის შემდეგ „ბარსელონა" კლუბის საფეხბურთო აღმასრულებელ სტრუქტურაში ცვლილებებს აპირებს.

0.145081