ფეხბურთი

19:38 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიმ მინ-ჯე: „ვიღაც თავს ჩემს აგენტად წარმოაჩენს“

„ნაპოლის“ ცენტრალურ მცველს, კორეელ კიმ მინ-ჯეს, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად უკავშირებენ „მანჩესტერ იუნაიტედს.“ თუმცა, თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ვიღაც მის აგენტად ასაღებს თავს და კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„არსებობს ვიღაც, ვინც ჩემს აგენტად წარმოაჩენს თავს. (ისინი) ხვდებიან კლუბებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მაგრამ იცოდეთ, ის (ისინი) ჩემი აგენტი არ არის და ფრთხილად იყავით.

არსებობს ვარაუდი, რომ „ისინი“ შეიძლება შუამავლებიც იყვნენ და საქმეს დაფარულად აკეთებდნენ.

ბოლო დღეებში კორეელს „ნიუკასლიც“ დაუკავშირეს, თუმცა ოფიციალურად მისი წასვლა-დარჩენის ამბავი ჯერ გაურკვეველია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091065