ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩში, რომელიც ნიდერლანდურ ეინდჰოვენში გაიმართა, „ბარსელონამ“ „ვოლფსბურგს“ 3:2 მოუგო, თუმცა თავიდან 0:2 აგებდა.
მესამე წუთზე ევა პაჰორმა „ვოლფსბურგი" დაწინაურდა. 37-ზე ალექსანდრა პოპმა გერმანული კლუბის უპირატესობა გააორმაგა. მაგრამ „ბარსელონამ“ ხასიათი გამოავლინა. მეორე ტაიმის დასაწყისში პატრიცია გიაროს დუბლის წყალობით ანგარიში გათანაბრდა. 70-ე წუთზე კი ფრიდოლინა როლფომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
მანამდე „ბარსელონამ“ ტურნირის ნახევარფინალში „ჩელსის“ მოუგო (1:0, 1:1), ხოლო „ვოლფსბურგმა“ „არსენალი“ (2:2, 3:2) დაამარცხა.
„ბარსელონა“ წინა სეზონშიც გავიდა ტურნირის ფინალში, მაგრამ ფრანგულ „ლიონთან“ 1:3 დამარცხდა,









