სხვა

2:18 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

100 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მშობიარობისას გარდაიცვალა

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი 100 მეტრზე სპრინტში, ამერიკელი ტორი ბოუი, მშობიარობისას წარმოქმნილი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ამერიკელი მორბენალი რიოს ოლიმპიადაზე (2016 წელს) ოქროს (4X100 მეტრზე ესტაფეტაში), ვერცხლის (100 მეტრზე) და ბრინჯაოს (200 მეტრზე) მედლებს დაეუფლა, ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

ამერიკული მედიის თანახმად, ბოუი მის სახლში (ორენჯ ქაუნთიში, შტატი ფლორიდა) გარდაცვლილი 3 მაისს იპოვეს. თუმცა ექსპერტიზამ, რომელიც ერთი თვე გრძელდებოდა, დაადგინა, რომ გარდაცვალების დღე 23 აპრილია. ის 32 წლის იყო.

ექსპერტიზის შედეგების შესაბამისად, გარდაცვალების მომენტში, ბოუი ფეხმძიმობის მერევე თვეში იმყოფებოდა. სახლში ყოფნისას, მას მშობიარობა დაეწყო, რომელსაც გართულება და საბოლოოდ, გარდაცვალება მოჰყვა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბოუის მშობიარობისას ჰქონდა სუნთქვის უკმრისობა და კრუნჩხვები. ექსპერტმა განაცხადა, რომ სიკვდლი გარე ფაქტორით გამოწვეული არაა. ამით დასრულდა გავრცელებული ჭორები, რომ თითქოს, ბოუიმ საკუთარ თავს რაღაც დაუშავა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

თეგებიტორი ბოუი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096356