1919 – ბობ პეისლი. ”ლივერპულის” მოთამაშე და მწვრთნელი. ენფილდელთა ღირსებას იცავდა 1939-54 წლებში. 1947 წელს მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა, 1950-ში კი თასი. “ლივერპულის” შემადგენლობაში ჩაატარა 253 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ენფილდელთა გაწვრთნისას. პეისლის მეთაურობით ”ლივერპულმა” სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი (1977, 1978, 1981), უეფას თასი (1976), ევროპის სუპერთასი (1977) და ექვსჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა (1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983). 1976, 1977, 1979, 1980, 1982 და 1983 წლებში დაასახელეს ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად. პეისლის ხელმძღვანელობით “ლივერპულმა” ჩაატარა 490 შეხვედრა, რომელთაგან 275 მოიგო, 124 ფრედ დაასრულა და 71 წააგო. პეისლის დამრიგებლობით “ლივერპულმა” 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, ჩემპიონთა თასის განმეორებით მეთექვსმეტედფინალურ მატჩში ითამაშა და 0:3 დამარცხდა. ბობ პეისლი 1996 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1879 – აშშ-ში მშვილდოსანთა ეროვნული ასოციაცია დაარსდა.
1902 – ”ვინიპეგ ვიქტორიანზმა” ორი მატჩის ჯამში ”
1943 – ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში ”
1944 – ”
1954 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ”
1962 – ბობ ფელერი და ჯეკი რობინსონი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1965 – ”
1968 – ჯო მედვიკი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1971 – კალათბურთის ამერიკულ ლიგაში (
1972 – ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მოციგურავე არდ სხენკმა ევროპის ჩემპიონატზე ყველა დისტანციაზე რბენაში შეძლო ოქროს მედლის მოგება.
1973 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით ოცდამესამე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 104:84 მოუგო. თამაში ჩიკაგოში ჩატარდა.
1976 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა ”ვაშინგტონ კეპიტალზმა” რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში ზედიზედ ჩატარებული 25 შეხვედრიანი მოუგებელი სერია (22 მარცხი, 3 ფრე) შეწყვიტა. დედაქალაქელებმა ”ნიუ იორკ რენიჯერსს” 7:5 სძლიეს.
1981 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მაიკ ბოსი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც რეგულარული პირველობის 50 მატჩში 50 შაიბის გატანა მოახერხა.
1983 – ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა ბიორნ ბორგმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. იმხანად ბიორნ ბორგი პლანეტის უძლიერესი ჩოგბურთელი იყო.
1984 – ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ პირველობაზე ”ბუფალო სეიბრზმა” ზედიზედ მეათე შეხვედრა მოიგო.
1988 – ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში გერმანელმა შტეფი გრაფმა ამერიკელი კრის ევერტი 6:1, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 62-ე ჩემპიონი გახდა.
2004 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში თბილისის ”დინამომ” მოლდოვას ტირასპოლის ”შერიფს” 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. ”დინამო” (გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა): გვარამაძე, ახალაია, შაშიაშვილი, კანდელაკი, კვირკველია, ბურდული, გოგობერიშვილი, დარასელია, ანჩაბაძე, ალექსიძე, მელქაძე (ბობოხიძე).
2005 – მალხაზ ასათიანმა დსთ-ის ჩემპიონთა თასის ფინალში ბაქოს ”ნეფთჩის” გოლი გაუტანა, მისმა მოსკოვის ”ლოკომოტივმა” 2:1 მოიგო და თასის მფლობელი გახდა.
2008 – თანამეგობრობის თასის მეოთხედფინალში რუსთავის “ოლიმპი” ბელარუსის “ბატესთან” 1:2 დამარცხდა.
2009 – კახა ცხადაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.
2009 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობაზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბოსნიელი ამერ დელიჩის მატჩის მსვლელობისას სერბმა და ბოსნიელმა გულშემატკივრებმა ერთმანეთში ჩხუბი წამოიწყეს და ტრიბუნებსაც გარკვეული ზარალი მიაყენეს. შეხვედრა ჯოკოვიჩმა 6:2, 4:6, 6:3, 7:6 მოიგო.
2010 – ტალინში მიმდინარე ციგურებით მოსრიალეთა ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი კონტინენტის პირველობის პირველი ქართველი პრიზიორია. ჩემპიონი კი იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში მესამედ იჩემპიონა.
2012. საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობაზე გიორგი ნიჟარაძე ერთხმად აირჩიეს პრეზიდენტად.
2012. სოფიო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ბელეკში საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
2013. როჯერ ფედერერი ზედიზედ მეათედ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში.
ამ დღეს დაიბადნენ
1915 – ჰერმა ბაუმა. ავსტრიელი მძლეოსანი. შუბის ტყროცნაში 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1919 – ბობ პეისლი. ”ლივერპულის” მოთამაშე და მწვრთნელი. ენფილდელთა ღირსებას იცავდა 1939-54 წლებში. 1947 წელს მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა, 1950-ში კი თასი. “ლივერპულის” შემადგენლობაში ჩაატარა 253 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ენფილდელთა გაწვრთნისას. პეისლის მეთაურობით ”ლივერპულმა” სამჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი (1977, 1978, 1981), უეფას თასი (1976), ევროპის სუპერთასი (1977) და ექვსჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა (1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983). 1976, 1977, 1979, 1980, 1982 და 1983 წლებში დაასახელეს ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად. პეისლის ხელმძღვანელობით “ლივერპულმა” ჩაატარა 490 შეხვედრა, რომელთაგან 275 მოიგო, 124 ფრედ დაასრულა და 71 წააგო. პეისლის დამრიგებლობით “ლივერპულმა” 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, ჩემპიონთა თასის განმეორებით მეთექვსმეტედფინალურ მატჩში ითამაშა და 0:3 დამარცხდა. ბობ პეისლი 1996 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა.
1923 – ჰორას აშენფელტერი. ამერიკელი მძლეოსანი. 3000 მეტრზე სტიპლზეიზში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1928 – ეუჯენ მონტი. იტალიელი ბობსლეისტი. 1968 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი.
1928 – კიის ბროეკმანი. ჰოლანდიელი მოციგურავე. 1952 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.
1930 – იოზეფ ჰუგი. 1940-60-იან წლებში შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. 1960 წლის 12 ოქტომბერს შვეიცარიამ საფრანგეთს 6:2 მოუგო, ჰუგმა კი 5 გოლი გაიტანა.
1944 – სერგეი ბელოვი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს მსროლელი. გამოიჩეოდა უაღრესად ზუსტი ტყორცნებით. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1967 და 1971 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1967, 1969, 1971 და 1979 წლების ევროპის ჩემპიონი. მოსკოვის არმიელებთან ერთად მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი და საკავშირო ჩემპიონატების ოქროს მრავალი მედალი.
1951 – მარგარეტ ჯონსონ ბეილზი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1951 – მიხაელ მატცი. გერმანელი ცხენოსანი. 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1958 – ზაურ სვანაძე. ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. კარიერის ბოლოს გამოდიოდა შვედურ გუნდებში. 1981
1962 – გურამ გედეხაური. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (100 კგ წონითი კატეგორია) 1987 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1989) და სამგზის მეორე პრიზიორი (1987, 1988, 1990). სეულის 1988 წლის ოლიმპიადის მონაწილე (მეშვიდე ადგილი). 1993-94 წლებში იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. სპორტის დამსახურებული ოსტატი.
1966 – სკოტ ფორჩუნი. ამერიკელი პლაჟის ფრენბურთელი. 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.
1967 – ნაიმ სულემანოღლუ (შალამანოვი). ლეგენდარული ძალოსანი. თავდაპირველად იცავდა ბულგარეთის ღირსებას (მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა), შემდგომში კი წარმოშობით თურქმა შალამანოვმა გვარი შეიცვალა და ისტორიული სამშობლოს ღირსების დაცვა დაიწყო. მას ოლიმპიური ჩემპიონობა თურქეთის სახელით გამოსვლისას აქვს მოპოვებული (1988) და დამყარებული აქვს ათეულობით მსოფლიოს რეკორდი.
1968 – პეტერ კორდა. ჩეხი ჩოგბურთელი. სპორტული კარიერის განმავლობაში მოგებული ერთეულთა 10 ტურნირი. 1998
1969 – ბრენდან შენაჰენი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”
1969 – ანდრეი კანჩელსკისი. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრებების, დონეცკის ”შახტიორის”, ”მანჩესტერ იუნაიტედის”, გლაზგოს ”რეინჯერსის”, ფლორენციის ”ფიორენტინას” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს ინგლისისა და შოტლანდიის ჩემპიონობა, ამ ქვეყნების თასები და ევროპის სუპერთასი.
1970 – რიჰარდ შმელიკი. ჩეხი ჰოკეისტი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1974 – ბერნარ დიომედი. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი.
1979 – ივან ნოვოსელცევი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და ”
1979 – ლარი ჰიუზი. ”ვაშინგტონ უიზარდსის” გამთამაშებელი-მსროლელი (196 სმ).
1980 – ელენა დოლგოპოლოვა. რუსი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი.
1988 – გიორგი ხიდეშელი. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების, “ზესტაფონის ფეხბურთელი. მოგებული აქვს საქართველოს თასი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.







