ფეხბურთი

15:32 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოლი მატჩები ფავორიტთათვის

დღეს ცხრა ქალაქში ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.ყველაზე საინტერესო შეხვედრა მაინც თურქეთისა და ჩეხეთის დაპირისპირებაა, ფავორიტებს კი, იოლი მატჩები ელით.

A ჯგუფი

ჰოლანდია – ყაზახეთი

ადგილი: ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”
დასაწყისი: 22:45
მსაჯი: მ.იუგი

პირველ ტურში ჩეხეთთან წაგების (1:2) შემდეგ ჰოლანდიელები განსაკუთრებულად მონდომებულები იქნებიან. “ნარინჯისფერთა” მთავარი მწვრთნელი, გუს ჰიდინკი ძალიან გაბრაზებული იყო ჩეხეთთან წაგებით და დღეს რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გამარჯვებას ითხოვს შეგირდებისგან.
ნაკრებს ტრავმების გამო მემფის დეპაი, დერილ ჯანმაატი, რონ ვლაარი და რაფაელ ვან დერ ვაარტი დააკლებიან. სამაგიეროდ, ტრავმის შემდეგ დაბრუნდა არიენ რობენი, რომელიც დღეს ძირითადში იქნება.

სავარაუდო შემადგენლობა

ჰოლანდია: სილესენი, დე ვრეი, ინდი, ვან დერ ვილი, პიტერსი, ბლინდი, დე იონგი, სნეიდერი, რობენი, ნარსინგი, ვან პერსი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

თურქეთი – ჩეხეთი
ადგილი: სტამბული, “შუქრუ სარაკოღლუ სთედიუმი”
დრო:22:45
მსაჯი: იონას ერიქსონი

სავარაუდო შემადგენლობები

თურქეთი:დემირელი, კეია, გიულუმი, ერკინი, გონული, ტოპალი, ინანი, თურანი, შაგანი, ოზიაკუპი, ილმაზი.
მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

ჩეხეთი: ჩეხი, სუჩი, კადლეცი, ლიმბერსკი, პროჩჟაგა, დარიდა, როსიცკი, დოკალი, ვაჩა, პილარი, დარიდა.
მწვრთნელი: პაველ ვრბა

ლატვია – ისლანდია
ადგილი: რიგა, “შტადიონს სკონტო”
დრო:22:45
მსაჯი:რ.შიორგენჰოფერი

B ჯგუფი

ბელგია – ანდორა
ადგილი:ბრიუსელი, “შტად როი ბადუინი”
დრო: 22:45
მსაჯი: ს.ბოიკო

ჯგუფის მთავარი ფავორიტი უსუსტეს ანდორასთან თამაშით იწყებს. ბელგიელებს იოლი გასეირნება და დიდი ანგარიშით მოგება რომ გარანტირებული აქვს ყველა თანხმდება. მარკ ვილმოტსის გუნდი მხოლოდ კევინ მირალაშს მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობა

ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ლომბერტსი, კომპანი, ვერტონგენი, ვიტსელი, დეფური, ჩადლი, დე ბრუინი, აზარი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

კვიპროსი – ისრაელი
ადგილი: ნიქოზია, “ნეო ჯისპი”
დრო: 22:45
მსაჯი: დ.ორსატო

უელსი – ბოსნია
ადგილი:კარდიფი, “კარდიფ სიტი სთედიუმი”
დრო:22:45
მსაჯი: ვ.ბეზბოროდოვი

H ჯგუფი

იტალია - აზერბაიჯანი
ადგილი: პალერმო, “სტადიონ რენცო ბარბერა”
დრო:22:45
მსაჯი:ჰ.გოსეკი

ჯგუფის მთავარი ფავორიტი აზერბაიჯანს მიიღებს შინ და ზედმეტი დაძაბვის გარეშე უნდა მოახერხოს გამარჯვება. “სკუადრა აძურას” რიგებში შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს “საუთჰემპტონის” ფორვარდს, გრაციანო პელეს, რომელიც მიმდინარე სეზონში მშვენივრად ასპარეზობს. ნაკრებს დაუბრუნდა ანდრეა პირლო, ხოლო მარიო ბალოტელი კვლავ არ გამოიძახა კონტემ.

სავარაუდო შემადგენლობა

იტალია: ბუფონი, რანოკია, ბონუჩი, კიელინი, დარმიანი, მარკიზიო, პირლო, ფლორენცი, დე შილიო, იმობილე, ზაზა.
მწვრთნელი:ანტონიო კონტე

ბულგარეთი – ხორვატია
ადგილი: სოფია, “სტადიონ ვასილ ლევსკი”
დრო: 22:45
მსაჯი: მატეუ ლაოსი

მალტა – ნორვეგია
ადგილი: ტა’ქალი, “ტა’ქალი ნასიონალ სთედიუმი”
დრო: 22:45
მსაჯი:ა.გატიერი


0.170062