ფეხბურთი

0:32 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

Calciomercato: "კვერნაძე მზადაა კვარაცხელიას კვალზე იტალიური ფეხბურთი მოაჯადოოს"

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის იტალიაში გადასვლას ადგილობრივი გამოცემა Calciomercato გამოეხმაურა.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქართველი ფეხბურთელის სათამაშო უნარებსა და პლუსებზე. გამოცემა წერს, რომ გიორგი 4-3-3 ტაქტიკური სქემისთვის იდეალური გარემარბია.

„ფროზინონემ“ პირველი ოფიციალური ტრანსფერი ორშაბათს გააკეთა და გიორგი კვერნაძე დაიმატა. პერსპექტიული ქართველი შემტევი გარემარბი, რომელიც მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას კვალდაკვალ იტალიური ფეხბურთი მოაჯადოოს. 2003 წელს დაბადებული დიდი პოტენციალის ფეხბურთელი კამპანიის მიწაზე ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით ჩავიდა. კარგი სიჩქარე, ერთი-ერთზე თამაშის უნარები და მეტოქის მოტყუების სიმარტივე მისი გამორჩეული თვისებებია. თუმცა, ასევე აქვს კარში დარტყმის შესანიშნავი უნარი, რომლის წყალობითაც ხშირად ახერხებს მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწევას და დარტყმას. ის იდეალური გარემარბის პროტოტიპია 4-3-3 სქემისთვის, რამაც „ფროზინონეს“ ხელმძღვანელობაც მოხიბლა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“ სერია A-ს პირველ ტურში 20 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086941