ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უარს ამბობს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის ბონუსების გადახდაზე, 2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, რომელიც 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიმართება - გვამცნობს Sky Sports.
ბოლო დღეებში ინგლისის ნაკრების ყველაზე ავტორიტეტულ მოთამაშეებსა და ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ქალი ფეხბურთელები აცხადებენ, რომ ფეხბურთის ასოციაციისგან პირდაპირ გადახდებს იმსახურებენ, გარდა იმისა, რასაც ფიფასგან მიიღებენ.
ასოციაცია პრემიების გადახდაზე უარს იმით ამართლებს, რომ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით, ამჯერად ფიფას ანაზღაურების ოდენობა 300%-ით გაიზრდება.
ფეხბურთელები ამ სიტუაციაში შემდგომი ქმედებების ვარიანტებს განიხილავენ. გუნდი არ აპირებს რაიმეს გაკეთებას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მონაწილეობაზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში. თუმცა, შესაძლოა, ბოიკოტის გარკვეულ ფორმას მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია.







