ფეხბურთი

18:30 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემის" და "ნიუკასლის" ყოფილი მეკარე პირდაპირ ეთერში საუბრისას ცუდად გახდა და წაიქცა

ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრების ყოფილი მეკარე შაკა ჰისლოპი ESPN-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას ცუდად გახდა.

„მილანის“ და მადრიდის „რეალის“ ამხანაგური თამაშის წინ ვეტერანი მეკარე ჟურნალისტთან ერთად საუბრობდა, მაგრამ მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და ძირს დაეცა.

ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. ბოლო ცნობებით შაკა თავს კარგად გრძნობს და გონზე მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ შაკა ჰისლოპი „რედინგში“ „ნიუკასლში“, „ვესტ ჰემში“, „პორტსმუთსა“ და „დალასში“ თამაშობდა, ტრინიდადის ნაკრების მაისურით კი მოედანზე 26-ჯერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1025