კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, ლინდა კაისედომ 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრებთან (2:0) გოლი გაიტანა. 18 წლის ფეხბურთელმა ახლახან კიბო დაამარცხა.
როდესაც კაისდო 15 წლის იყო, მას საკვერცხის კიბო დაუდგინეს. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თავდამსხმელმა განაცხადა, რომ თავს დაავადების დაძლევის ნიმუშად მიიჩნევს.
კაისდომ სამხრეთ კორეასთან გატანილი გოლი თითების გულის ფორმაში მოკეცვით აღნიშნა.
კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორ მატჩს გამართავს - კოლუმბიელები გერმანიისა და მაროკოს ნაკრებებს შეხვდებიან.









