25 წლის ამერიკელი ცენტრი მაიკლ ბისლი კარიერას ჩინურ კლუბ “შანხაი შარქსში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას yahoo.com ავრცელებს.
2008-10 წლებში ბისლი თამაშობდა “მაიამი ჰიტში”. 2010-12 -ში “მინესოტა ტიმბერვულვზში”, 2012-13 წლის სეზონში “ფინიქს სანსში”. 2013-14 წლის სეზონში ბისლი ისევ “მაიამი ჰიტში” დაბრუნდა, სადაც მისი მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 7.9 ქულა და 3.1 მოხსნა გახლდათ.







