„ფროზინონეს“ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, კაიო ჟორჟეს იჯარით დამატება სურს.
როგორც იტალიური მედია წერს, „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი ტურინში, „იუვენტუსისა“ და მათი მეორე გუნდის ამხანაგურ თამაშს დაესწრო, რომელიც მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 8:0 მოიგეს, ხოლო კაიომ მეორე ტაიმი ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.
კაიო ჟორჟე „იუვემ“ 2021 წელს „სანტოსიდან“ დაიმატა, მაგრამ 2022 წლის იანვარში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რომელიც ახლახან მოირჩინა. ტურინელები მასზე იმედ ამყარებენ, მაგრამ სერიოზული დაზიანებიდან ვინაიდან ახალი დაბრუნებულია და შეტევაში კონკურენციაა, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით შეიძლება ის გაანათხოვროს.
„ფროზინონე“ დაინტერესებულია 21 წლის ბრაზილიელის იჯარით გადაბირებით, გამოსყიდვის უფლების გარეშე. მოგეხსენებათ, ამ გუნდის რიგებში გიორგი კვერნაძე ირიცხება.






