საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, პოლონეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე - სირენკას თასზე მეორე შეხვედრა პოლონეთის ასაკობრივ გუნდთან ჩაატარა და 2:4 დამარცხდა.
17-წლამდე ნაკრებიდან პოლონელთა კარში გატანილი გოლები ლუკა წულაიას და ანდრია ხოროიშვილის ანგარიშზეა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, ტურნირის დასკვნით მატჩს 24 აგვისტოს, უელსს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
17-წლამდელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. ჯგუფურ ეტაპზე - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დავუპირისპირდებით. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.
NAKREBI.GE







