ფეხბურთი

14:19 | 25.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

უპრეცედენტო შემთხვევა: ახალმა მფლობელმა "ჩელსიში" მილიარდზე მეტი დახარჯა

მას შემდეგ, რაც ლონდონის „ჩელსი“ რომან აბრამოვიჩისგან ტოდ ბოელიმ გადაიბარა, ინგლისურმა კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე უპრეცედენტო ოდენობის თანხა დახარჯა.

ორ სატრანსფერო პერიოდში „ჩელსის“ დანახარჯი უკვე 1 მილიარდ ევროს გადასცდა, რაც აქამდე არ მომხდარა.

„არისტოკრატებმა“ ზამთარსა და ზაფხულში უამრავი ფეხბურთელი დაიმატეს, ყველაზე ძვირად კი ენცო ფერნანდესი, რაც „ჩელსის“ 130 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები დაუჯდა.

თუმცა, ამავდროულად, ლონდონელებმა რამდენიმე ფეხბურთელი სარფიანად გაყიდეს. მაგალითად, კაი ჰავერტცი „არსენალს“ 75 მილიონ ევროს მიჰყიდეს, მეისონ მაუნთი „მანჩესტერში“ 64 მილიონად გაუშვეს, ხოლო მატეო კოვაჩიჩი „მანჩესტერ სიტიში“ 29 მილიონად გადავიდა.

მიუხედავად ბაზარზე განსაკუთრებული აქტივობისა, „ჩელსის“ შედეგები სახარბიელო ნამდვილად არ აქვს. გასული სეზონი კლუბმა ძალიან წარუმატებლად ჩაატარა, მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგაში ორ ტურში მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული.

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095507