სხვა

13:50 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების მორიგი მსოფლიო რეკორდები

თიანეთში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაულ „თიანეთობის“ ფარგლებში მსოფლიოს 2 რეკორდი დამყარდა.

კარიერაში მეათედ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი გიორგი მათურელმა, რომელმაც 55 კილოგრამიანი ზურგჩანთით ცალი ხელის 2 თითზე 30 წამში 39 აზიდვა დააფიქსირა. ასევე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ნოდარ ცალუღელაშვილმა, მან ერთი წუთის განმავლობაში, 65-კილოგრამიანი ტვირთით ცალ ხელზე შეასრულა 64 აზიდვა. ცალუღელაშვილი მსოფლიო რეკორდის ავტორი მეორედ გახდა.

რეკორდსმენებს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ სპეციალური სიგელები გადასცა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167397