ფეხბურთი

22:15 | 12.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში სტუმრად მოლდოვა 1:0 დაამარცხა და ჯგუფში ლიდერია.

რამაზ სვანაძის გუნდს მეტოქე ერთი თავით აღემატებოდა, კლასში სხვაობა დიდი იყო, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა, რაც პირველ ტურში გიბრალტართანაც ჩანდა, ახლაც აქტუალური იყო.

სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ნაკრებს უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, მოგება გაუჭირდა და ერთადერთი გოლით დაკმაყოფილდა, ისიც, 84-ე წუთზე გავიდა.

ლაშა ოდიშარიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჯადული იობაშვილმა თავით ზუსტად დაარტყა. ორივე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, ასე რომ, სვანაძემ შეცვლები გამოიცნო. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო და ორ ტურში 6 ქულა აქვს, თან გოლიც არ გაუშვია.

ჯგუფს 6-6 ქულით საქართველო და ნიდერლანდები ლიდერობენ. სწორედ ისინი შეხვდებიან მომდევნო ტურში ერთმანეთს 12 ოქტომბერს. შეხვედრა საქართველოში გაიმართება.

მოლდოვა (U21) - საქართველო (U21) 0:1 (0:0)

კიშინიოვი, „არენა ზიმბრუ“

საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი; მაისურაძე (გეგუჩაძე 74), ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, მამაცაშვილი; ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 74), ოსიყმაშვილი; მორჩილაძე (ოდიშარია 46), გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (ეგოიანი 90)

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გოლი: 0:1 იობაშვილი (84)

გაფრთხილება: ცალესტრუ (74) - ოსიყმაშვილი (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (2) – 17 (6) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტი მუნუკა (ფინეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098646