ფეხბურთი

23:33 | 14.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ახალგაზრდული გუნდის 4 ფეხბურთელი სექსუალური სკანდალის გამო დააკავეს

მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები სექსუალურ სკანდალში აღმოჩნდნენ და კასტილიას 4 წევრი დააკავეს.

ინფორმაცია დაადასტურა კლუბმაც, თუმცა უცნობია ბრალდებულთა კონკრეტული სახელები. 16 წლის გოგონას დედამ საჩივარი შეიტანა, რის შედეგადაც პოლიციამ 4 ფეხბურთელი დააკავა.

ვიდეო გადაიღო „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა და მასში 16 წლის გოგონაა ასახული. ეს ვიდეო ბიჭმა თავის მეგობრებში Whatsapp-ში გაავრცელა. არაა გამორიცხული გამოძიების შედეგად, პორნოვიდეოს გავრცელებისთვის ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს და მათ შორის, მოთამაშეები პირველი გუნდიდანაც იყვნენ.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087806