ფეხბურთი

11:16 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთში ნეიმარის დებიუტი შედგა, "ალ-ჰილალმა" მეტოქე გაანადგურა (VIDEO)

საუდი პრო ლიგაში ნეიმარის დებიუტი შედგა. „ალ-ჰილალმა“ შინ „ალ-რიადი“ 6:1 გაანადგურა, ხოლო ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა.

მან 20 წუთში საგოლე პასიც გააკეთა და გოლის გატანაში თანამემამულე მალკომს დაეხმარა. მასპინძელთა შორის დუბლი შეასრულა სალემ ალ დავსარიმ, თითო გოლი ალეკსანდრ მიტროვიჩმა იასირ ალ-შაჰრანიმ და ნასერ ალ დავსარიმ გაიტანეს.

„ალ-ჰილალი“ 6 ტურის შემდეგ 16 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ალ-იტიჰადს“ კი ერთი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.18963