ფეხბურთი

19:35 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "ეს პასი ცისარტყელაა, რომელიც მარჯვენა ფეხით დახატა"

იტალიურმა მედიამ „ლეჩესთან“ მატჩში, რომელიც „ნაპოლიმ“ 4:0 მოიგო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა, ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.

კვარას თამაში რასაკვირველია დადებითად შეფასდა, მისმა საგოლე გადაცემამ კი აღტაცება გამოიწვია.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა - „ჩაწოდება ოსიმენზე, რომელიც საგოლე პასად იქცა, არის ცისარტყელა, რომელიც თავისი მარჯვენა ფეხით დახატა. კიდევ ერთი პასუხი მათ, ვინც ამბობდა, რომ მან თამაში მარტში შეწყვიტა“.

Sportmediaset 6.5 ქულა - „პირველი ტაიმისა და რამდენიმე გამონათების შემდეგ, მეორე ტაიმის სტარტზე იდეალური საგოლე პასი გაუკეთა ოსიმენს. შესანიშნავი ჩაწოდება, რომლის შემდეგ ნიგერიელს უბრალოდ ბურთი ბადეში ჰქონდა გადასაგზავნი“.

Calcionapoli1926 7 ქულა - „ცოცხალი სტარტი „უდინეზესთან“ მატჩის კვალდაკვალ. 55 წუთი მაღალ დონეზე და დიდებული საგოლე პასი ოსიმენზე“.

Calciomercato.it 7.5 ქულა - "იცავს, ქმნის და ასრულებს. მას გოლი დააკლდა, მაგრამ ერთ საათში ყველაფერი გაიღო. ოსიმენზე პასი კი იმდენად გემრიელია, რომ მას ჩვენგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგო“.

Tuttonapoli 7 ქულა - „უდინეზესთან“ გოლმა დაამშვიდა და კვარა ნელ-ნელა თავის საფირმო სტილში თამაშობს. ოსიმენზე ასისტი, რომლითაც წარსულშიც გამოუწვევია აღფრთოვანება, ჩვეული განსაცვიფრებელი სილამაზით გამოირჩევა“.

Calciomercato.com 7 ქულა - „ფლანგზე თავისი მომაჯადოებელი მოქმედებით ბრუნდება, ოსიმენზე საგოლე პასი ულამაზესია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ აქტივში. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 ოქტომბერს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ასევე შინ დაუპირისპირდება (3 ოქტომბერს).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091903