ფეხბურთი

23:52 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემმა მადრიდის „რეალის" მაისურით 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, ესპანური პრიმერას მე-9 ტურის მატჩში „ოსასუნას“ წინააღმდეგ (4:0) დუბლი შეასრულა. ამრიგად, ინგლისელმა „სამეფო კლუბის“ 10 სასტარტო მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ბელინგემმა „ოსასუნასთან“ მატჩის მე-9 წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე გოლი კი ნახევარმცველმა 54-ზე გაიტანა. ამ შეხვედრაში თავი ვინისიუსმა და ხოსელუმაც გამოიჩინეს.

20 წლის ინგლისელმა ამ სეზონში „რეალის" შემადგენლობაში 10 მატჩში ათი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა ყველა ტურნირზე. ეს საუკეთესო შედეგია ევროპის 5 საუკეთესო ლიგის ნახევარმცველებსა და მცველებს შორის მიმდინარე სეზონში.

შეგახსენებთ, ბელინგემი „რეალში“ დორტმუნდის „ბორუსიიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 103 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099364