ფეხბურთი

12:24 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

პერესის გამოჯანმრთელების შემდეგ „რეალი“ ვინისიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადებს

მადრიდის „რეალი“ გეგმავს გარემარბ ვინისიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ გამოაცხადოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გასულ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა პერესის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი შეთანხმებით ვინისიუსისთვის კომპენსაციის ოდენობა 1 მილიარდი ევრო იქნება.

23 წლის ფეხბურთელი მადრიდის „რეალში" 2018 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 232 მატჩში, 62 ბურთი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091425