ფეხბურთი

21:50 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი თანაგუნდელის ვარჯიშზე ცემის გამო გუნდიდან დაითხოვეს

იტალიის 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა მარკო ნასტიმ ვარჯიშზე თანაგუნდელი მატეო რუჯერი სცემა, რის გამოც ნაკრებიდან დაითხოვეს.

ნასტიმ, რომელიც „მილანის“ საკუთრებაა და იჯარით „ბარიში“ თამაშობს, „ატალანტას“ მცველს მუშტი დაარტყა და ცხვირი გაუტეხა.

იტალიის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა კარმინე ნუნციატამ ნასტი გუნდიდან დაითხოვა, რისი მიზეზიც ცხადია უდისციპლინობა გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094759