ფეხბურთი

1:10 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს სუპერჯარიმა საუდი პრო ლიგაში (+VIDEO)

საუდი პრო ლიგის მეათე ტურში „ალ-ნასრმა“ „დამაკი“ 2:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი წააგო.

52-ე წუთზე ანდერსონ ტალისკამ გაათანაბრა, ხოლო 4 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„ალ-ნასრი“ 22 ქულით 10 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა, რონალდუ კი 11 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097957