ფეხბურთი

15:55 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" სტადიონთან 42 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ნეაპოლში, „სტადიო მარადონას“ სტადიონთან გულშემატკივარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ La Repubblica წერს.

წყაროს თანახმად, 42 წლის მამაკაცის ცხედარი სტადიონის სტუმართა სექტორის ქვეშ, ავტოსადგომზე იპოვეს. სავარაუდოდ, მას "ნაპოლი" - "მილანის" მატჩზე დასასწრები ბილეთი არ ჰქონდა და უბილეთოდ ტრიბუნებზე შეღწევას ცდილობდა.

ორ გულშემატკივარს არ ჰქონდა ბილეთი, რის შედეგადაც მათ გადაწყვიტეს, რომ სტადიონზე შესვლა სხვა გზით ეცადათ, მაგრამ ყველაფერი ფატალურად დასრულდა ერთ-ერთითვის, რომელიც დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. პოლიციას მომხდარის შესახებ მისმა მეგობარმა უამბო, რომელიც ასევე უბილეთოდ მასთან ერთად ლამობდა სტადიონზე შეღწევას...

თეგებინაპოლი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169526