ევრო 2024-ის მონაწილეთა რაოდენობა ორი გუნდით გაიზარდა. ამჯერად ფინალური ეტაპის საგზური უნგრეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებმა გაინაღდეს.
A ჯგუფი
A ჯგუფში აქამდეც ყველაფერი გარკვეული იყო. საქართველო-შოტლანდიაზე უკვე ვწერდით, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ესპანეთმა თემურ ქეცბაიას კვიპროსს სტუმრად 3:1 აჯობა და პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საქართველო უდიდესი ალბათობით ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავა.
საქართველო - შოტლანდია 2:2
კვიპროსი - ესპანეთი 1:3
| 1. | ესპანეთი | 7 | 6 | 0 | 1 | 22 | 4 | 18 | 18 |
| 2. | შოტლანდია | 7 | 5 | 1 | 1 | 14 | 5 | 9 | 16 |
| 3. | ნორვეგია | 7 | 3 | 1 | 3 | 11 | 9 | 2 | 10 |
| 4. | საქართველო | 7 | 2 | 2 | 3 | 11 | 15 | -4 | 8 |
| 5. | კვიპროსი | 8 | 0 | 0 | 8 | 3 | 28 | -25 | 0 |
F ჯგუფი
ამ ჯგუფშიც ყველაფერი ცნობილი იყო. ავსტრიამ და ბელგიამ წინა თვეში მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური.
ავსტრიამ მაინც მოიგო ამ ტურში სტუმრად ესტონეთთან, ხოლო ბაქოში, აზერბაიჯანის ნაკრებმა შვედეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა, გამოსარჩევი შედეგია, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ამ შესარჩევ ციკლში ძალიან უსუსურად გამოდის და მხოლოდ 7 ქულა აქვს.
აზერბაიჯანი - შვედეთი 3:0
ესტონეთი - ავსტრია 0:2
| 1. | ავსტრია | 8 | 6 | 1 | 1 | 17 | 7 | 10 | 19 |
| 2. | ბელგია | 7 | 5 | 2 | 0 | 17 | 4 | 13 | 17 |
| 3. | შვედეთი | 7 | 2 | 1 | 4 | 12 | 12 | 0 | 7 |
| 4. | აზერბაიჯანი | 7 | 2 | 1 | 4 | 7 | 12 | -5 | 7 |
| 5. | ესტონეთი | 7 | 0 | 1 | 6 | 2 | 20 | -18 | 1 |
G ჯგუფი
უნგრეთის ნაკრები სოფიაში ბულგარეთს დაუზავდა, რაც საკმარისი გამოდგა, რომ ზედიზედ მესამედ გასულიყო ევროპის ჩემპიონატზე. მარკო როსის გუნდი კონკურენტებისთვის მიუწვდომელია.
მეორე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ სერბეთი მონტენეგროს 2 ქულით უსწრებს და გაცილებით დიდი შანსი აქვს მიზანს მიაღწიოს, ვიდრე მის მეტოქეს.
ბულგარეთი - უნგრეთი 2:2
მონტენეგრო - ლიეტუვა 2:0
| 1. | უნგრეთი | 7 | 4 | 3 | 0 | 13 | 6 | 7 | 15 |
| 2. | სერბეთი | 7 | 4 | 1 | 2 | 13 | 7 | 6 | 13 |
| 3. | მონტენეგრო | 7 | 3 | 2 | 2 | 8 | 8 | 0 | 11 |
| 4. | ლიეტუვა | 8 | 1 | 3 | 4 | 8 | 14 | -6 | 6 |
| 5. | ბულგარეთი | 7 | 0 | 3 | 4 | 5 | 12 | -7 | 3 |
J ჯგუფი
პორტუგალიამ შესარჩევ ეტაპზე მეცხრე მატჩი მოიგო. ლუზიტანელებმა ამჯერად ლიხტანშტაინს მოუგეს 2:0. სლოვაკეთის ნაკრებმა კი შინ ისლანდია დაამარცხა, რითაც მეორე ადგილი გაინაღდა.
ლუქსემბურგმა, რომელიც პლეი-ოფში საქართველოს კონკურენტი იქნება, საკუთარ მოედანზე ბოსნია 4:1 დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან დიდი პროგრესი აქვს. თუმცა, ლუქსემბურგისთვის სლოვაკეთი მიუწვდომელია და მარტში საქართველოში ჩამოვა პლეი-ოფის ნახევარფინალის სათამაშოდ...
ლიხტანშტაინი - პორტუგალია 0:2
სლოვაკეთი - ისლანდია 4:2
ლუქსემბურგი - ბოსნია 4:1
| 1. | პორტუგალია | 9 | 9 | 0 | 0 | 34 | 2 | 32 | 27 |
| 2. | სლოვაკეთი | 9 | 6 | 1 | 2 | 15 | 7 | 8 | 19 |
| 3. | ლუქსემბურგი | 9 | 4 | 2 | 3 | 12 | 19 | -7 | 14 |
| 4. | ისლანდია | 9 | 3 | 1 | 5 | 17 | 14 | 3 | 10 |
| 5. | ბოსნია | 9 | 3 | 0 | 6 | 8 | 18 | -10 | 9 |
| 6. | ლიხტანშტაინი | 9 | 0 | 0 | 9 | 1 | 27 | -26 | 0 |
ევრო 2024-ის საგზური მასპინძელი გერმანიის გარდა, უკვე მოიპოვეს პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, ბელგიამ, ესპანეთმა, ავსტრიამ, შოტლანდიამ, თურქეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა.









