ფეხბურთი

14:27 | 20.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგის ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე პირადი რეკორდი დაამყარა

ლუქსემბურგის ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, მაგრამ ეს შესარჩევი მისთვის მაინც ისტორიული გამოდგა.

ლუქსემბურგმა 10 მატჩში 17 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. 17 ქულა კი მათთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ლუქსემბურგი მსოფლიოს საკვალიფიკაციოში 1934 წლიდან, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში კი 1964 წლიდან თამაშობს, მაგრამ ასეთი შედეგი აქამდე არ ჰქონია.

ლუქსემბურგს ევრო 2024-ზე გასვლის შანსი მაინც აქვს, რადგან პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც დიდი ალბათობით, ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე იქნება. ვილი სანიოლის გუნდს სწორედ ლუკ ჰოლტცის გუნდთან მოუწევს გაჯიბრება თუ ყაზახეთი დღეს ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვერ მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178983