მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეპ გვარდიოლა მიიწვიეს, „ქალაქელებმა“ ინგლისის პრემიერლიგაში 653 ქულა დააგროვეს - 51-ით მეტი მათ უახლოეს მდევარ „ლივერპულზე.“
მერსისაიდელებმა 2016/2017 წლების სეზონის შემდეგ 602 ქულა მოაგროვეს. „ტოტენჰემმა“ - 512, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ - 510, „არსენალმა“ - 505, „ჩელსიმ“ - 502.
გვარდიოლას დროს „სიტი“ ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ეროვნული თასი, ოთხჯერ ლიგის თასი და ორჯერ სუპერთასი. გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზეც იმარჯვა.
მიმდინარე სეზონში, ინგლისის პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ, „ქალაქელები“ ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს, ერთი ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ლივერპულს“.
