„მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ინგლისში გამოძიება იწყება. ბრიტანული მედიის ცნობით, პეპ გვარდიოლას გუნდის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ფინანსურ დარღვევებშია ეჭვმიტანილი.
გამოძიება 2024 წელს დაიწყება და არაა გამორიცხული „მანჩესტერ სიტი“ გამოძიების დასრულების შემდეგ პრემიერლიგიდან დააქვეითონ. საქმე ისაა, რომ „ევერტონს“ მცირე დარღვევისთვის ცოტა ხნის წინ 10 ქულა დააკლეს, „სიტის“ შემთხვევაში კი, საუბარია დაახლოებით 115 დარღვევაზე.
ცხადია, დანაშაული თუ დადასტურდა, „სიტის“ მძიმე სასჯელი ელოდება. ბრიტანული მედიის ცნობით, ფინანსური დარღვევები კლუბში 2009-2010 წლების სეზონიდან იწყება და დღემდე გრძელდება.
ამ ეტაპზე გამორიცხული არაფერია, როგორც ქულების დაკლება, ისე ქვედა ლიგაში დაქვეითება, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა, რადგან გამოძიება სავარაუდოდ, 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყება და განაჩენს 2025 წლის ზაფხულში გამოიტანენ. შესაბამისად, "სიტის" დანაშაული თუ დადასტურდა, სანქციები 2025-2026 წლების სეზონის წინ გატარდება.





