მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები საკუთარი შედეგიანობით გაოცებულია.
„გასულ წელს 14 გოლი გავიტანე, მიმდინარე სეზონში კი ამ შედეგს უკვე გადავაჭარბე. ჩემთვის ამდენი გოლის გატანა არაბუნებრივია. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. როდესაც მოედანზე სრული თავისუფლება მაქვს, ძალიან სახიფათო ვხდები“, - თქვა ბელინგემმა.
მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირში 19 მატჩში ითამაშა და 16 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
წინა სეზონში დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში, ყველა ტურნირზე გამართულ 42 შეხვედრაში ბელინგემმა 14 გოლი გაიტანა.





