ფეხბურთი

0:52 | 31.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ჩინური კლუბი ჩაიბარა

ჩინურმა „შანხაი შენჰუამ“ 52 წლის ლეონიდ სლუცკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გამოაცხადა და პრეზენტაციაც მოაწყო. სლუცკი ოფიციალურად ჩინურ კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება. ადრე ის უკვე მუშაობდა ორ უცხოურ გუნდში - ინგლისურ „ჰალ სიტისა“ და ნიდერლანდურ „ვიტესში“.

სლუცკის კარიერის ბოლო კლუბი ყაზანის „რუბინი“ გახლდათ, რომელსაც ის 2019-2022 წლებში წვრთნიდა. მაშინ ყაზანურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობდა და ქართველი გარემარბის თქმით, სლუცკიმ მის განვითარებში დიდი როლი შეასრულა.

0.095351