„ტორინოსთან“ მარცხისა და ზედიზედ ოთხი უგოლო მატჩის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა.
იტალიური მედიის ცნობით, შაბათამდე, როდესაც „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ უმასპინძლებს, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და გუნდის წევრებს პოზუოლის სასტუმროში ყოფნა მოუწევთ. მათ სახლში წასვლის უფლება არ ექნებათ.
ეს მიღებული პრაქტიკაა იტალიაში, როდესაც გუნდი კრიზისშია. დე ლაურენტისს ფეხბურთელებიც დაეთანხმნენ და ამ კვირას ყველა ერთად, სასტუმროში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.






