სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასის მესამე ადგილისთვის მატჩში დრ კონგოს ეროვნულ გუნდს მოუგო 0:0 (6:5 - პენალტები) და მესამე ადგილი დაიკავა.
მიუხედავად გუნდების ძალისხმევისა, მატჩის 90 წუთმა უგოლოდ ჩაიარა. პენალტების სერიაში სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფეხბურთელები უფრო ზუსტები აღმოჩდნენ.
ტურნირის ფინალი კვირას, 11 თებერვალს გაიმართება აბიჯანში. ერთმანეთს ნიგერიისა და მასპინძელი კოტდივუარის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თამაში თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.







