„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა მარიო მელუსომ კლუბში მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაძარის მომავალზე ისაუბრა.
„მაძარის კლუბის სრული ნდობა აქვს. მას შეუძლია მშვიდად იცხოვროს, შემდეგ კი ვნახავთ, რა მოხდება, როგორც განვითარდება ყველაფერი“, - ციტირებს მელუსოს სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
მაძარი ნეაპოლიტანელთა მწვრთნელი 14 ნოემბერს გახდა. მან რუდი გარსია შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ მხოლოდ ექვსი მატჩი მოიგო. ამავდროულად, გუნდმა რვაჯერ წააგო და სამჯერ ფრედ დაასრულა მატჩები.
ამჟამად, იტალიის სერია A-ში ჩატარებული 24 მატჩის შემდეგ, ნაპოლი 36 ქულით მე-9 ადგილზეა. ჩემპიონატის ლიდერი 63 ქულით მილანის „ინტერია“.






