ესპანურმა „ბარსელონამ“ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ახალი ფორმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის ფარგლებში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „მალიორკა“ დაუპირისპირდებიან. კატალონიელები სწორედ ასეთი მაისურებით ითამაშებენ.
ამჟამად „ლურჯ-ბროწეულისფერებმა“ 27 მატჩის შემდეგ 58 ქულა დააგროვეს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დგანან, რვა ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „რეალს.“ მეორე ადგილზეა „ჟირონა,“ რომელმაც ამდენივე შეხვედრაში 59 ქულა მოაგროვა.





