„ნაპოლი“ სერია A-ს 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი, კომენტარი არავის გაუკეთებია.
არც ფრანჩესკო კალცონას ჰქონია პრესკონფერენცია და არც ფეხბურთელებს უსაუბრიათ მედიასთან. როგორც გაირკვა, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ დუმილი აერჩიათ.
პრესკონფერენციაზე ნეაპოლელთა პრესსამსახურის უფროსი წარსდგა, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდის წევრები არ ისაუბრებდნენ და მან გუნდის სახელით ფანებს ბოდიში მოუხადა...
„ნაპოლი“ 51 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 მაისს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.