ჩოგბურთი

22:43 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა მეოთხედფინალში გააღწია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წინ მიიწევს ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელსაც მე-8 განთესვა გააჩნია.

მეტრეველი მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – უკრაინელ დენის მილოკოსტოვს გადაეყარა და 6:4, 6:4 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველის პირისპირ ასევე უკრაინელი, მე-4 ნომრით მოთამაშე ვლადისლავ მანაფოვი დადგება.

ისიც ვთქვათ, რომ მეტრეველს რევანშის აღების შანსი მიეცემა, რადგანაც წყვილებში მან და უკრაინელმა ალეკსეენკომ იმავე მანაფოვთან და დევიატიაროვთან 1:6, 4:6 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102762